ირაკლი კობახიძე: თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს, ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის.” – ამის შესახებ ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით რიგგარეშეს შემთხვევაში არც განიხილება და ის მხოლოდ 2024 წლის არჩევნებზე ამოქმედდება.

“კონსტიტუციაში მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი შეიცვლება და ჩაიწერება, რომ ბარიერი ამოქმედდება 2024 წლიდან, ამ შემთხვევაში კი, საერთოდ ეკარგება აზრი თეორიულადაც კი რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ კი, იმისათვის, რომ თეორიული საბაბიც არ დავუტოვოთ ოპოზიციას იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრონ, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთოდ არ შეეხოს კონსტიტუციური ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებს.

რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს თეორიულად, ამ შემთხვევაში ეს ჩატარდება იგივე სისტემით, რაც 2020 წელს გვქონდა 1%-იანი ბარიერით, ამ შემთხვევაში კი, ეს პარლამენტი აირჩევა 2 წლის ვადით. 2022 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, 2024 წლამდე ექნება მას უფლებამოსილების ვადა. იგივე სისტემით არჩეული 2 წლიანი პარლამენტი კი, ბუნებრივია არავისთვის არ იქნება საინტერესო, მათ შორის არც ოპოზიციისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

Leave a Comment