მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

by oninfo.ge
0 comment

„პიჯაკების საქმეზე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

შელაპარაკება ადვოკატების შუამდგომლობამ გამოიწვია, რომლებიც მიკერძოებულობისა და საქმის პოლიტიზირების საფუძვლით,   ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ.

აღნიშნულ ბრალდებას „სრული სამართლებრივი აბსურდი“  უწოდა ბრალდების მხარემ.

მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება.

„მოგმართოთ ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. იყავით მაქსიმალურად კორექტულები, დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს. იცით თქვენ, რომ პოლემიკას, განცხადების გაკეთებასა თუ რეპლიკას აქვს თავისი დადგენილი წესი და ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს პროცესზე წესრიგის დარღვევას. ისიც იცით, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებები არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე შემიძლია, კანონით გათვალისწინებული ზომები გამოვიყენო და ნუ გამხდით იძულებულს, საპროცესო ზომები გამოვიყენო,“- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 

 

You may also like

Leave a Comment