198
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პიჯაკები მიიტანეს.
ამ პერფორმანსით აქციის მონაწილეებმა სასამართლოში მიმდინარე პროცესი გაპროტესტეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებას ეხება.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სასამართლოს ეზოშიც იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.
ცნობისთვის, წინა სხდომებზე აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება არ ჰქონდა. ამ დროისთვის აღნიშნული შეზღუდვა მოხსნილია.