გიული ალასანია – პრეზიდენტმა ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, აბა, ფეხით უნდა იაროს? თუ თავისი ხელფასით გადაიხადოს ეს ყველაფერი?

by oninfo.ge
0 comment

„ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით და ვნახოთ, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, ჰქონდეს რაღაც ფონდი, რომელსაც ახმარს ამ საქმიანობას“ – ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით,  საქმე აღძრულია  კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილ ყვავილებზე და მსგავს ფაქტებზე, რაც, თავისთავად,  ძალიან კომიკურია.

„რომელია არამიზნობრივად დახარჯული, ვაცლავ ჰაველს რომ თაიგული მიუტანა, კაჩინსკის თუ რომელი იყო იქ არამიზნობრივი, გეკითხებით?  უკაცრავად და, რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა,  არამიზნობრივია? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის? თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი? სამართლიანობა ოდნავ თუ არსებობს, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ.  მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი ყირაზეა“, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

 

You may also like

Leave a Comment