“ეს პროცესი არის ფარსი და ისტორიული სირცხვილი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, როდესაც სამართლიანი სასამართლო იქნება.
“ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ მოითხოვოთ ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რაღა დავამტკიცო, ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში ჩავყავი თავი, მზად ვარ, წარვსდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, როცა იქნება თუნდაც ერთ, ორ ან სამ წელიწადში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.