სააკაშვილი: 26 მაისს პოლიციელებს მოუკლეს თავისიანი, აღარ ემორჩილებოდნენ უფროსებს, ერთადერთი ბრძანება, რაც მე გავეცი იყო, დემონსტრანტების გაყვანა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ერთადერთი ბრძანება, რაც 26 მაისს მე გავეცი იყო დემონსტრანტების გაყვანა ადგილიდან” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ე.წ. “პიჯაკების საქმის” განხილვა მიმდინარეობს.

​მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისის თავისუფლების მოედაზნზე მიმდინარე აქციისას პოლიცია უფროსებს აღარ ემორჩილებოდნენ და თვითნებურად იყენებდნენ გადამეტებულ ძალას.

“26 მაისზე რახან წამოჭრეს  საკითხი, აგერ არის თემურ ჯანაშია და ნამდვილად დაადასტურებს, მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, დათუკაშვილზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო იმიტომ, რომ მართლა გადაუარა მანქანამ პროტესტანტების. პოლიციამ მართლა დაკარგა თავზე კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარგულება არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო ძალიან ცუდი, იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან ეს მოედანი და თემურიმ დამირეკა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არისო იმიტომ, რომ პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს აღარ ემორჩილება, რადგან თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო და რა შეგვიძლია ვთქვათ, გავუხსნათ ის პიონერთა სასახლის მოსწავლეთა ახალგაზრდობის ბაღი, რომ გამოვარიდოთ ყველა იმ ბაღით და იმ ბაღის მეშვეობით გავიყვანოთ ყველა აქედანო. და მე ვუთხარი, რომ დაუყონებლივ ყველა დემონსტრანტი გაიყვანე, ყველა მიმართულებით, რისი გაკეთებაც შეგიძლია, რაც არის შენს სფეროში ახლავე გააკეთე. აი ეს იყო ერთადერთი ბრძანება, რაც მე გავეცი 26 მაისს” – განაცხადა სააკასვილმა.

You may also like

Leave a Comment