სააკაშვილი: ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო კანზე სნეულების მკურნალობა, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც ლაპარაკობთ და მიიღებთ დადასტურებას კოსმეტიკური პროცედურა იყო, თუ კანის სნეულების მკურნალობა”  – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასმართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ე.წ. “პიჯაკების საქმის” განხილვა მიმდინარეობს.

“ლეგენდარული ბოტოქსი არის აბსოლუტური სიცრუე. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ, ნიკა ყიფშიძემაც კარგად იცის.

სურათებშიც შეგიძლიათ რომ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს. ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

You may also like

Leave a Comment