247
მაკო გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა.
20 ივნისის აქციის დაშლისას დაზარალებული სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს.
მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვია მაკო გომურს მარცხენა თვალში მოხვდა, რის გამოც თვალი დაკარგა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება სწორედ მოსარჩელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს.