დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას “თელასი”ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა.

​ელექტრომომარაგება გლდანის რაიონში, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე იპოლიტოვ-ივანოვის და მარსელის ქუჩების მოსახლეობას შეეზღუდება.

“კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

You may also like

Leave a Comment