215
“არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “პირველი არხის” ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო “მწვანე ბარათის” გაცემაში გარკვეული რისკები იკვეთება.
“შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადა გადაიხედოს. სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს. საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკებს და რისკების გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“ – განაცხადა ტიკარაძემ.