202
თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის შენობის წინ დადგმული ჯვრის კონსტრუქციის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მერია არ აპირებს კონსტრუქციის დემონტაჟს და ამ საკითხზე საპატრიარქოსთან გადის კონსულტაციებს.
“არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება. რა თქმა უნდა, გამართლებულად მიმაჩნია და ველოდებით ჩვენ პროექტს საპატრიარქოსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პროექტი განხორციელდება 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად . ზოგადად ,ბევრი მძიმე დღე ახსოვს ამ სივრცეს და შესაბამისად, გაკეთდება პროექტი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლობლობას, რომ არ დავივიწყოთ…
ეს კონსტრუქცია დარჩება, სანამ ახალი პროექტი არ განხორციელდება”- განაცხადა თბილისის მერმა.