ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე

by ვაჩე ხრიკული
0 comment

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში შემცირებული ვაქცინაციის ტემპის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, საჭიროა მოსახლეობასთან უფრო აქტიური და დამარწმუნებელი კომუნიკაცია, ვაქცინაციის საჭიროების შესახებ. ტიკარაძე თვლის, რომ სანამ არსებობს საუბრის რესურსი, მანამდე არაა საჭირო ვაქცინაციამ სავალდებულო სახე მიიღოს. თუმცა ეს უკანასკნელი შესაძლოა გარდაუვალი გახდეს, თუკი მოსახლეობაში არ გაჩნდება კოვიდ ვაქცინით აცრის მეტი სურვილი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს რესურსი, რომ სწორი კომუნიკაციით წავახალისოთ და მივიყვანოთ [მოსახლეობა] ამცრელ პუნქტებში.

[ახლა] ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამოიწუროს კომუნიკაციის ყველა არხი და ამის შემდეგ მოხდება განხილვა იმის უნდა გახდეს თუ არა ვაქცინა სავალდებულო.” – განაცხადა მინისტრმა.

 

You may also like

Leave a Comment