მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილმა ლოცვები მოსიმინა და ზეთი იცხო -ამბობენ, ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც კი მიეტევაბაო 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში  მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ სასულიერო პირმა თქვა, რომ ექსპრეზიდენთან მისი თხოვნის საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჩავიდა და ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოებიდან მეექვსე აღავლინა.

„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მას საიდუმლოება შევუსრულე. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას მიღებული არ ჰქონდა, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები, რომელზეც პირადად 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევასრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება. ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ, რომ ღრმად მწამს, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

You may also like

Leave a Comment