თუ საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, კლუბები გაიხსნება – შრომის ინსპექცია

by ვაჩე ხრიკული
0 comment

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ღამის კლუბების გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯგუფი უკვე მუშაობს ამ საკითხზე და საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება ინიციატივა განსახილვევლად, თანხმობის შემთხვევაში კი თითქმის ორ წლიანი წყვეტის შემდეგ, ღამის კლუბები შეძლებენ ფუნქციონირებას.

„შრომის ინსპექცია აქტიურადაა პანდემიის მართვის პროცესში ჩართული და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავებთ უსაფრთხოების პროტოკოლს, როგორ უნდა მოხდეს სექტორის მდგრადი აღდგენა. ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. უკვე მეორე თვეა ერთობლივად ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ „მწვანე პასპორტებთან“ ერთად დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნას დაწესებული კონკრეტულად ამ სექტორის მიმართ, ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ პრევენციას, რომ ეტაპობრივი გახსნა არ გახდეს ვირუსის გავრცელების მაპროვოცირებელი. შეთანხმება არის მიღწეული, საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ შესაბამის გადაწყვეტილებას და უახლოეს პერიოდში საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდება ამ სექტორის მდგრადი აღდგენა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ

You may also like

Leave a Comment