228
მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და ადგილზე მყოფ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მათი განცხადებით, მოვაჭრეები იკავებენ საფეხმავლო ადგილს და მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავენ. მერიის მოწოდებას პროტესტი მოჰყვა მოვაჭრეების მხრიდან.
“ის მაინც მითხრან, ეს გაყიდე, დროს მოგცემთო. მე სხვა არაფერი მაქვს. დღეში 50 ლარის წამალი მჭირდება, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს”.- განაცხადა “ფორმულასთან” ერთერთმა გარემოვაჭრემ.