მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ – უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ” 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ გვერდზე წერს.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, გონს მოეგოს და ეროვნულ შერიგებაზე წამოვიდეს.

“ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!” – წერს სააკაშვილი.

You may also like

Leave a Comment