“საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფის გზით. ვფიქრობ, ამას კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს .
Foreign policy by insult. I don’t think even Kissinger thought of that one. https://t.co/Wa2XsKc2SL
— Ian Kelly (@ikelly731) December 9, 2021
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა. კახა კალაძემ კი აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: “რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“