233
დღეს გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემაჯამებელ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა და დაფიქსირებული დარღვევები გაიხსენა. ომბუდსმენის განცხადებით, იყო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და დაშინების ფაქტებიც.
„სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი, ხოლო 59 ოპოზიციონერი კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. რის შედეგადაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა უმეტესმა მათგანმა აღნიშნული ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა.”- განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.