აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია- კალაძე

by ვაჩე ხრიკული
0 comment

თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ს ყოფილ ელჩს, იან კელის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, განსაკუთრებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნისთვის, როცა არ იცოდა მისი ვინაობა და თანამდებობა. კელის შეფასებით, კალაძის რიტორიკა არის “საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით”.

“გაუგებარია იან კელის განცხადება. დავიწყოთ იქიდან, რომ მე შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებად, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებისთვის ან, ზოგადად, უცხოელი ჩვენი მიგორებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. არ არსებობს ეგეთი ფაქტი და გუშინდელი ჩემი ფაქტიც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან “მრჩევლის მოადგილე”, რომ მე არ ვიცოდი. შეურაცხყოფა მე არავისთვის მიმიყენებია”- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის აზრით საქართველოს მთავრობა ზოგიერითი ქმედებით დემოკრატიულ პროცესებს ძირი გამოუთხარა. რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ არ იცის ვინაა ეს პიროვნება ან მისი თანამდებობა.

“ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი.”- განაცხადა კალაძემ.

 

You may also like

Leave a Comment