ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს, ამის შესახებ მან 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თუმცა როგორც მისი მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, ტიკარაძე სამინისტროს წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს, რათა დაგეგმილი პროექტები შესრულდეს და გარდამავალი პერიოდი უწყებამ უმტკივნეულოდ გადაიტანოს.
“წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რათა ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც უნდა იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას”- განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.