საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3542 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი

by ნინო გიგიშვილი
0 comment

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 542 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 886 364-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 827 676.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 695 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 512 ადამიანი.

You may also like

Leave a Comment