245
კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 13-14 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან და თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სამმხრივ ბიზნესფორუმს გახსნის. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ ბრიფინგში.
ფორუმზე ასევე დაგეგმილია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.