საქართველოში ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა საჭიროა მომზადება მოსალოდნელი გავრცელებისთვის. – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიას განაცხადა.
“ამ ეტაპზე ომიკრონი 63-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. ჩვენც ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა იქნეს გამოკვლეული და სექვინირების გზით დავადგინოთ, თუ საქმე გვაქვს ომიკრონთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, მაშინვე, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. ასევე პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდ-რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება ომიკრონთან მიმართებაში, განსაკუთრებით მესამე – ბუსტერ დოზაზე კეთდება აქცენტი.” – განაცხადა გაბუნიამ.