“ჯანდაცვა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები არის ის პრიორიტეტი, რომელიც ქართულ ოცნებას ყოველთვის ეამაყება” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეარჩევს და წარადგენს ირაკლი ღარიბაშვილი.
“ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ წლების განმავლობაში შევძელით უამრავი ჩვენი თანამოქალაქის გადარჩენა, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება და დაფინანსება, დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამა, რომელმაც 80 000 ადამიანი გადაარჩინა, აშენდა ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტი ამ წლების განმავლობაში და ბევრი რამ გაკეთდა მართლა ჯანდაცვაში და შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვა არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა.
შესაბამისად, ჩვენი, როგორც პოლიტიკური გუნდის ინტერესი და ყურადღება ძალიან მაღალია იმ კონსულტაციების მიმართ, რომელიც პრემიერმინისტრთან იმართება ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესარჩევად. მინისტრის შერჩევა და წარდგენა არის ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივა. შესაბამისად, ჩვენ საპარლამენტო გუნდში არ გავაკეთებთ რამე წინასწარ განცხადებებს ამაზე. ” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში.