ბიძინა კულუმბეგოვი – მილიონ ნახევარი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება

by გიორგი დემეტრაშვილი
0 comment

“ომიკრონი” საქართველოს მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმთ, მილიონ ნახევარი ადამიანიდან, ვისაც ვაქცინაც არ უნდა და არც ვირუსი აქვს გადატანილი, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება.

“ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა – მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა კულუმბეგოვმა

You may also like

Leave a Comment