დავით სერგეენკო -ნიღაბი მაინც ატარეთ! ახლა ნიღბის ტარებით 30%-ზე ვართ. ეს წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია

by მარიამ მებონია
0 comment

პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და უმრავლესობის დეპუტატის , დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოში ნიღბის ტარების მაჩველებელი 30%-ია, რაც “წარმოუდგენლად დაბალი” მონაცემებია.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსის ტალღების რაოდენობის თვლას და შტამების დევნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს , თუ საზოგადოება ელემენტარულ რეკომენდაციებს არ დაიცავს.

იმის დასტურად, რომ ნიღაბი ვირუსისგან ადამიანს ნამდვილად იცავს სერგეენკომ ჟურნალისტებთან ცდა ჩაატარა. მან ნიღაბზე სადეზინფექციო ხსნარი დაასხა და აჩვენა, რომ ხსნარმა ნიღბის შიგნით ვერ შეაღწია.

„დამერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტალღების რაოდენობის რიგითობის თვლას და შტამების დევნას, უბრალოდ, ის რეკომენდაციები, რაც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, დასაცავია ყველასთვის. ვაქცინაციას რაც შეეხება, ამას მართლაც დიდი საინფორმაციო კამპანია სჭირდება, მაგრამ ნიღაბი მარტივი რაღაც არის. ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ვირუსი უფრო პატარაა, ვიდრე ნიღაბი და აზრი არ აქვს ნიღბის ტარებას. ვირუსი აირწვეთოვანი გზით გადამცემია და არა აიროვანი, როგორიცაა წითელა, რომლის დროსაც ნიღბის ტარებას აზრი არ აქვს. აირწვეთოვანი ინფექციებისას ნიღაბში ვირუსი ვერ აღწევს. ნიღაბი მაინც ატარეთ! ახლა ნიღბის ტარებით 30%-ზე ვართ. ეს წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

You may also like

Leave a Comment