214
“ჯანდაცვის მომავალი მინისტრის კანდიდატურაზე ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ვთვლი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ღირსეული. თუ მე მექნება ამაზე ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრუბელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვაში თანინმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას.
მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგას.