ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

by მარიამ მებონია
0 comment

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში 4-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ  61 000 000 ლარი შეადგინა . მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.950 პროცენტით, მაქსიმალური 10.00 პროცენტით,  საშუალო შეწონილი კი  9.963 პროცენტით განისაზღვრა.

You may also like

Leave a Comment