საქართველოში ვირუსის გავრცელების მხრივ ისევ მძიმე ვითარებაა. ლაბორატორიები ახალ შემთხვევბს იკვლევენ. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ახალი შტამი უკვე ცირკულირებდეს.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მე-6 ტალღას აანონსებს, თუ “ომოკრონის” შტამი ქვეყანაში სწრაფად გავრცელდა.
ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, თუ კი “ომიკრონს” “დელტა შტამის მსგავსი მძიმე სიმპტომატიკა ახასიათებს, ქვეყანა ცუდ შედეგებს უნდა ელოდოს.
“თუ მას ასე თეორიულად დავუშვებთ, აქვს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც ჰქონდა “დელტა” შტამს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი ტალღა, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება დიდი დარტყმა. თუ მას ის თვისებები აღმოჩნდა რაც ამ დროისთვის არის ცნობილი გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას,”- განაცხადა ალექსანდრე გოგოინავამ.
216