194
“გიორგი მარგველაშვილის განცხადება ტრაგიკომიკურია” – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან მარგველაშვილის ინიციატივას – სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გამოეხმაურა.
“ღიმილისმომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს ის, ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება? მერე სააკაშვილი [მივიდეს] და იქ დახვდეს ქალბატონი სალომე. ნუ ეს არის ღიმილის მომგვრელი და ღიმილის მომგვრელზე ცოტა უფრო მეტი – ტრაგიკომიკური განცხადება. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ” – განაცხადა კობახიძემ.