იმნაძე: უახლოეს ერთ თვეში ომიკრონი საქართველოში დაიწყებს ცირკულაციას 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​”უახლოეს ერთ თვეში ომიკრონი საქართველოში დაიწყებს ცირკულაციას ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ყოველდღური მეთვალყურეობა მიმდინარეობს.

“საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი ერთი თვე, ალბათ, იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, კვირაში დაახლოებით 100-მდე ვირუსის სეკვენირება ხდება, ყოველდღიურ რეჟიმში, მუდმივადაა მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება ომიკრონი ქვეყანაში. ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა. ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, ომიკრონი გამოჩნდება” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

You may also like

Leave a Comment