„ომიკრონი“  ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას და სამდღიანი ავადობა ახასიათებს – ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი შტამის სიმპტომების შესახებ

by oninfo.ge
0 comment

„კორონავირუსის ახალ ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში, ინფიცირების რისკი მზარდია, მაგრამ ის მსუბუქად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით,  „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს „დელტას“ დროს იყო. თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში მსუბუქია.

„თუ დავუშვებთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას“,-განაცხადა ჩხაიძემ.

You may also like

Leave a Comment