221
საინფორმაციო სააგენტო “დოიჩე ველეს” ცნობით, ევროკავშირში კორონავირუსის მკურნალობისთვის ახალ პრეპარატებს გამოიყენებენ. წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ პრეპარატების „ქსევუდი“, „კინერეტი“ და “ფაიზერის” აბების ავტორიზაციის ნებართვა გასცა.
ავტორიზებული მედიკამენტები მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი და ემსახურება ორგანიზმის გაძლიერებას ვირუსის წინააღმდეგ, რისი წყალობითაც იკლებს პაციენტთა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.