226
“”ქართული ოცნების“ გზავნილები მოვისმინეთ და ეს განცდას არ მიჩენს, რომ მათ ესმით ქვეყანაში მწვავე კრიზისის შესახებ და აქედან გამოსვლის გზა არის სწორედ მოლაპარაკებები. ჩემთვის იმედისმომცემია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ხაზგასმით თქვა, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს” – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივის შესახებ. სამადაშვილის თქმით, იგი აპირებს ჩაერთოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ მოლაპარაკების პროცესში.
მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა ინიციატივა დადებითად შეაფასა, სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესს “ნაციონალური მოძრაობაც” შეუერთდება და პროცესი საბოლოოდ შედგება.