იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასაჯაროებული კადრები მიზნად ისახავდა საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნებას და დემონსტრირებას, რომ სააკაშვილის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული გადაჭარბებული ძალა.
ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით მოუწოდებენ საკააშვილს, გადავიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში. იმ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეუარცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს. ეს იყო ამ კადრების გასაჯაროების მიზანი. შესაძლებელია, ვინმეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როდესაც ვინმე ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირებას და ამით საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ბუნებრივია, სახელმწიფოს აღარ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე.
რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მშვიდობის შენარჩუნება არის სახელმწიფოსთვის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი. სწორედ ამ საჯარო ინტერესების ფარგლებში ვიმოქმედეთ. ეს არის ის, რაც ვფიქრობ, ნებისმიერ თავმოყვარე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. კადრების გამოქვეყნება ემსახურებოდა საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.