“თქვენ ყოველთვის ცდილობთ განცდა შექმნათ”-ჟურნალისტებს განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ

by ნინო გიგიშვილი
0 comment

ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილეები, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხა- “გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას!”

როგორც თურნავამ აღნიშნა, მედია ცდილობს შექმნას განცდა, თითქოს რაღაც ხდება.

„იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, თქვენ ყოველთვის ცდილობთ განცდა შექმნათ, თითქოს რაღაც ხდება. არასწორია ეს! ზოგადად, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებს და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე, გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას!“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას შერიგებასთან დაკავშირებით, თურნავამ აღნიშნა, რომ „ზოგადად, შერიგება როგორც მცნება დადებითია, მაგრამ როგორ იქნება, რას დაეფუძნება, იქნება თუ არა შერიგება გულწრფელი ოპოზიციის მხრიდან, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ“.

You may also like

Leave a Comment