„უნდა მოვემზადოთ გამოწვევისთვის, რომელიც ამ ფორმით ჯერ არ გვქონია,“-განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა

by ნინო გიგიშვილი
0 comment

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი აცხადებს, რომ ქვეყანას, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამო, “მასიური მეხუთე ტალღა“ ემუქრება.

„უნდა მოვემზადოთ გამოწვევისთვის, რომელიც ამ ფორმით ჯერ არ გვქონია,“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევდეს, ვიდრე სხვა ვარიანტები, „სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ ორ-სამ კვირას შეიძლება შენარჩუნდეს, სანამ ვირუსის ზრდა ამ უპირატესობას შთანთქავს.“ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ წინ რთული პერიოდი „გარდაუვალია“.

ცნობისათვის, გერმანიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 42 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, როცა ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

You may also like

Leave a Comment