„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა გააანალიზოს საკუთარი მმართველობის წლები.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის.
ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი“
“ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი,”- ჟურნალისტებს განუცხადა კახა კალაძემ