248
საქართველოში კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.
როგორც გამყრელიძემ ონლაინბრიფინგზე აღნიშნა, ორივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.
“ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა” – აღნიშნავს გამყრელიძე.
„ომიკრონი“ პირველად სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა.