“საშობაო მოგზაურობები კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გავრცელების საფრთხეებს ზრდის”-ამის შესახებ აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა NBC-სთან საუბრისას განაცხადა.
“ეჭვი არ არსებობს, რომ ემიკრონს სწრაფად გავრცელების ექსტრაორდინალური შესაძლებლობა აქვს. ის მთელ მსოფლიოს შიშის ზარს სცემს”-ამბობს ფაუჩი.
უამრავმა ქვეყანამ “ომიკრონის” გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა შეზღუდვა კვლავ დააწესა. საფრანგეთმა და გერმანიამ კვლავ შემოიღო სამგზავრო შეზღუდვები, ხოლო ნიდერლანდები საშობაოდაც აგრძელებს ლოკდაუნს.
ფაუჩის თქმით, შიშის საფუძველს აშშ-ს საავადმყოფოების ახლანდელი მდგომარეობაც იძლევა. ის მოსახლეობას ბუსტერი დოზის გაკეთებისკენ და ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს.
“დაავადების გამწვავების რისკი დიდია აუცრელ ადამიანებში.”-განაცხადა გაუჩმა.
დაავადების კონტროლისა და თავიდან აცილების ცენტრების მონაცემების საფუძველზე, აშშ-ს მოსახლეობის სულ მცირე 73%-ს ვაქცინის სულ მცირე 1 დოზა მაინც აქვთ გაკეთებული,
როგორც ცნობილია, კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის 2 შემთხვევა დღეს საქართველოში პირველად დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.