236
“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.”-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
ის ხელისუფლებას მარგველაშვილთან შეხვედრის ხელის არ შეშლისკენ მოუწოდებს.
”მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.
ასევე, მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.”-ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებისთვის, ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრით.