215
რუსთაველის მოედანზე, სადაც რამდენიმე წუთში “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება, ამ წუთებში საავტომობილო გზა გადაიკეტა,-ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პარლამენტის შენობის წინ 18:00 საათზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია დაანონსდა, რომლის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რესპუბლიკისა და კოლმეურნეობის მოედნიდან მიემართებიან.