245
“ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია დავადასტურო, რომ 300-მეტი ადამიანია ”,-შიმშილობის მსურველთა რიცხვის შესახებ ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
მელიას განცხადებით, შიმშილობა მანამდე არ შეწყდება, სანამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ დაჩქარდება.
“სია დგება და ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია დავადასტურო, რომ 300-მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ასეული შემოგვიერთდება” -განაცხადა მელიამ.