“საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ვაქცინის ეფექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრა ლეტალობისგან გვიცავს .
„ჩვენთან დღეს უკვე „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა, მათი უმრავლესობა ვაქცინირებულია.
ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაცია არის ეფექტური ჰოსპიტალიზაციის, დამძიმების და ლეტალობის თავიდან ასაცილებლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის დაცვის შესაძლებლობას”,- ნათქვამია განცხადებაში.
266