თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის გზის გამგრძელებელი – მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებზე

by თიკო ნოდია
0 comment

“თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი”,- ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელის საშუალებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მასობრივი შიმშილობის აქტს.
“რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში.
თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ.

 

You may also like

Leave a Comment