საქართველოს პარლამენტის თავმჯდობარე კახა კუჭავა გადადგა. მის შემცვლელად შალვა პაპუაშვილი განიხილება.
კახა კუჭავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება.
“რა თქმა უნდა ეს არ არის, ორი- სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, მე შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლისტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, დეტალებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ მიმართულებაზე, რასაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს ახსნის ყველა იმ მიზეზს, რაც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით… ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გუნდს და პირადად ირაკლი კობახიძეს, დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილი წარმატებით გაართმევს თავს და მინდა მას წარმატება ვუსურვო” – განაცხადა კუჭავამ.