პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიასა და ბიზნესთან მთავრობის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკის ჩაკეტვით პანდემიის დამარცხება შეუძლებელია და სწორედ ამიტომ მიზი ინტერესის საგანი იყო, როგორც ეკონომიკის ამუშავება, ისე მასობრივი ვაქცინაცია.
„როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ბუნებრივია, ის რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლდა, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება არ გამოსულიყო, შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, ეფექტი პროპორციული არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება, არასწორია ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ. უნდა შემოვიტანოთ ვაქცინები ნებისმიერ ფასად, მოსახლეობას მივცეთ არჩევანის საშუალება და მეორე – გავხსნათ ბიზნესი დავეხმაროთ ბიზნესს და ეკონომიკა აღვადგინოთ. მადლობა ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას აქვს სწორი განწყობები და რაც მთავარია ბიზნესი გამოგვყვა ჩვენ.”- განაცხადა პრემიერმა.