სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ ვთვლი – ლევან იოსელიანი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

„სააკაშვილთან ჩემი დამოკიდებულება ბევრჯერ გამოვხატე, მე მას პოლიტიკურ პატიმრად არ ვთვლი, ის სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს ციხეში ჯდომა მახარებს ან მინდა.”- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა სააკაშვილის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, იგი ამ ეტაპზე მორატორიუმის გამოვცადების მიზნობრიობას ვერ ხედავს და თვლის, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

“ჩვენ, ქართველები მიმტევებელი ხალხი ვართ და თუ საზოგადოება რეალურად სააკაშვილისგან საკუთარი შეცდომების გადააზრებას დაინახავს, მასაც აპატიებს, მაგრამ ჯერჯერობით საპირისპირო რიტორიკას ვისმენთ. რაც შეეხება მორატორიუმს, არ ვიცი, რა საქმეებს გულისხმობს ბატონი მარგველაშვილი, მაგრამ ყველა საქმეს მორატორიუმი ვერ შეეხება, რადგან ისინი პოლიტიკურად მოტივირებულად არ მიმაჩნია, დამნაშავეებმა ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ. განსაკუთრებით, როცა საქმე წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება.“- განაცხადა ვიცე სპიკერმა

You may also like

Leave a Comment