აცრის შემთხვევაში 200-ლარს 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ

by მარიამ მებონია
0 comment

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და  აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეები მიიღებენ.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე კიდევ ერთი სიახლეა. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50-წლამდე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იქნება 50 წელს ზემოთ და აიცრება, მიიღებს 200-ლარიან წახალისებას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

You may also like

Leave a Comment