224
ჭარბად მოსული თოვლის გამო აჭარის მაღალმთიან რეგიონში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეფერხდა. გართულებულია საავტომობილო გადაადგილებაც.
ხულო- გოდერძის გზის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაც კი შეზღუდულია გადაადგილება. თუმცა დღეს რეგიონში გამოიდარა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, სწრაფი ტემპით ხდება გზების გაწმენდა.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამცემი ხაზების აღდგენის პროცესი.